პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე სენსაციური კვლევა გამოქვეყნდა. იაროსლავ კაჩინსკი თავის მეტოქეს რამდენიმე პროცენტით ჯაბნის. შესაბამისი გამოკითხვა GfK Polonia -მ ჩაატარა.
გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 49 პროცენტი არჩევნების მეორე ტურში ხმას კაჩინსკის აძლევს. სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომაროვსკი კი გამოკითხულთა 47 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს.
ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე კანდიდატებს შორის სხვაობა კომაროვსკის სასარგებლოდ 11 პუნქტს შეადგენდა.
პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით არჩევნების პირველ ტურში კომაროვსკის ხმა ამომრჩევლეთა 41,5 პორცენტმა მისცა, კაჩინსკის კი _ 36,46 პროცენტმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 4 ივლისს გაიმართება.