აფეთექება მოხდა პაკისტანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ლაორეში. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის, სუფიზმის სალოცავში განხორციელა, შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა და 175 დაშავდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
აფეთქების დროს, ტაძარში ათასობით მორწმუნე იმყოფებოდა და სუფიზმის ერთ-ერთი წმინდანის, აბულ ჰასან ალი ჰაჯვერის დღესასწაულს აღნიშნავდა.
სხვადსხვა ინფორმაციით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, თუმცა ტაძარში მყოფი ადამიანების განცხადებით, მათ სამი აფეთქების ხმა გაიგეს.
ამ დროისთვის, მომხდარზე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია.