ჰილარი კლინტონი დღეს უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. კიევში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ორ ქვეყანას შორს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს განიხილავს. დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ამერიკელი მაღალჩინოსანი მოლაპარაკებებს გამართავს ასევე ოპოზიციის ლიდერთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან. შეხვდება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სიტყვით გამოვა კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში.
კლინტონი ვიზიტისას უკრაინიდან გამდიდრებული ურანის ნარჩენების გატანის პროცესსაც გაეცნობა. ეს გადაწყვეტილება იანუკოვიჩმა აპრილში ობამასთან შეხვედრისას გაახმოვანა.