ნიუ-იორკის სასამართლომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ერთ-ერთი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
პერუელ ჟურნალისტს რიკი პაუეის 250 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, თუმცა იგი შინაპატიმრობაში დარჩება. იგი მეუღლესთან ერთად დაიჭირეს, რომელმაც რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა აღიარა. მან სასამართლოს ჯაშუშების მიერ შტატების ტერიტორიაზე ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოების ცალკეული დეტალებიც გაანდო. მისი და კიდევ რამდენიმე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხის განხილვა სასამართლომ გადადო. რამდენიმეს კი მათ შორის ანა ჩაპმანს გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
შეგახსენებთ, კვიპროსში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მეთერთმეტე ეჭვმიტანილი კი გაუჩინარდა. რუსეთი კი დაკავებული საკუთარი მოქალაქეებისათვის ყველა საჭირო დიპლომატიური დახმარების გასაწევად მზადყოფნას აცხადებს.