პერუს ერთ-ერთ უდაბნოში, ჩატარებული ექსპედიციის შედეგად, რომლის მიზანიც ამ ტერიტორიაზე მკვლელი ვეშაპების ნარჩენების ძიება იყო, მეცნიერებმა "ზღვის ურჩხულის" ჩონჩხის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
მეცნიერების განცხადებით, ურჩხული თანამედროვე მკვლელ ზვიგენზე 3-ჯერ დიდი ზომისა იყო, ამასთან, ექსპედიციის მონაწილეებს ნაპოვნი კბილები, რომლებიც სიგანეში 12, ხოლო სიგრძეში 36 სანტიმეტრია, თავიდან სპილოს ეშვები ეგონათ, თუმცა ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ექსპედიციაში შემავალი მეცნიერის ჯალ რუმერის განცხადებით, 12-15 მილიონი წლის წინ, სამხრეთ ამერიკაში სპილო ვერ მოხვდებოდა, ნაპოვნი არსების ჩონჩხის ნარჩენები კი სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის.
ექსპერტების განცხადებით, მათთვის უცნობია თუ რატომ გადაშენდა "ზღვის ურჩხული" მეცნიერი რუმერის აზრით, ეს შესაძლოა დედამიწაზე მომხდარმა გამყინვარებამაც გამოიწვია.