რუსეთში სომხეთის ელჩი ოლეგ ესაიანი აცხადებს, რომ სომხეთი ვერ შეძლებს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მანამ, ვიდრე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ იქნება აღიარებული.
"შეეძლო სომხეთს ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამასთან ერთად გვერდი აევლო მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის? სხვადასხვა მოსაზრებიდან, მათ შორის მოლაპარაკებათა პროცესის ინტერესებიდან გამომდინარე, სომხეთმა ჯერჯერობით დე-იურე არ აღიარა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა. მას რომ ეს გაეკეთებინა, გაუგებარი იქნებოდა", _ აცხადებს ელჩი და დასძენს, რომ "შესაძლოა ყველა არა, მაგრამ ბევრი სომხეთის ამ პოზიციას ეთანხმება".