ჩეხეთის ათასობით მოქალაქემ პრაღაში მაიკლ ჯექსონის ქანდაკების აღმართვის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია გამართა. პოპ-მუსიკის მეფის ჩეხი ფანები პოპულარულ პრაღის პარკში ჯექსონის ბრინჯაოს ქანდაკების დადგმას გეგმავენ. აღნიშნულ პარკში მომღერალმა 1996 წელს კონცერტი გამართა.
ქანდაკების გახსნა მომღერლის 52-ე დაბადების Dდღის აღსანიშნავად 29 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მოიწონა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ძეგლის წინააღმდეგია.
პოპულარულ სოციალურ ქსელში "Fაცებოოკ"-ში პროტესტის ჯგუფი შეიქმნა, რომლის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პარკში ჯექსონის ძეგლის აღმართვა დაუშვებელია, რადგან მომღერალს ჩეხეთის ისტორიასთან არანაიარი კავშირი არ აქვს. პრაღის ხელოვნების გალერეა საზოგადოებას სანაცვლოდ ნებისმიერი თანამედროვე ჩეხი მხატვრის სკულპტურის დადგმას სთავაზობს.