ირანის პერზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. "სიონისტური კომპანიების" პროდუქციის იმპორტი აკრძალა. საუბარია კომპანიებზე IBM-ზე, Iნტელ-სა და ჩოცა-ჩოლა-ზე. ირანის პრეზიდენტი აპირებს მსგავსი წინადადება გაეროს და მუსულმანურ სახელმწიფოთა ფორუმს შესთავაზოს. აჰმადინეჯადმა ბოიკოტი "სამშვიდობიო ფლოტილიის" წინააღმდეგ ისრაელის ქმედებების მიმართ პროტესტის ნიშნად გამოაცხადა.
ამავე დროს ირანის პრეზიდენტი ცდილობს აჩვენოს, რომ კანონისა და სამართლიანობის დამცელია. ორი მოქალაქე, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული მღელვარებისას სამი ოპოზიციონერი სიკვდილამდე სცემეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მაშინ იოპოზიციის გამოსვლები ხელისუფელბამ სასტიკად დაარბია, რის გამოც თეირანის რეჟიმი საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად გააკრიტიკა.