სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რადოვან კარადიჩმა გერმანიის მთავრობა იმ დოკუმნტების დამალვაში დაადანაშულა, რომელიც ადასტურებდა, რომ ბოსნიის ომის დროს ნატო იარაღის გაყიდვის შესახებ უკანონო გარიგებებს ასრულებდა.
მისი ვერსიით, 1992-1995 წლებში ნატო სერბების წინააღმდეგ ბოსნიელ მულუმანებს იარაღს აწვდიდა, რითიც გაეროს მიერ დაწესებულ ემბარგოს არღვევდა.
გერმანული მხარის განცხადებით, გერმანიაში არ არსებობს მსგავსი დოკუმენტაცია, რომლის შსახებაც კარადიჩი საუბრობს.
კარადიჩი, რომელსაც ჰააგაში ასამართლებენ, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბოსნიელ სერბებს თავდაცვა უწევდათ, რადგან მუსულმანებს მხარს ნატო უჭერდა. მისი მონაცემებით, საიდუმლო დოკუმენტები ადასტურებენ, რომ დიდი ბრიტანეთიდან და საფარნგეთიდან იარღის მიწოდება ხორციელდებოდა. როგორც კარადიჩმა განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტაციის არსებობის შესახებ გერმანიის კავშირგაბმულობის მინისტრმა ქრისტიან შვარც-შილინგმა საჯაროდ განაცხადა.
რადოვან კარადიჩს კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდისთვის, ასევე 1995 წელს სერებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანების მასობრივად განადგურებისათვის ასამართლებენ.