აშშ-ს სამხედროები უახლოეს მომავალში ერაყის არმიისათვის 140 თანამედროვე "ემ1ა1" ტიპის ტანკების მიწოდებას დაიწყებს. ტანკების პირველი პარტია ერაყში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩავა. დანარჩენი პარტია კი ერაყის არმიის შეიარაღებაზე 2011 წლის დეკემბრამდე იქნება.
მოსალოდენელია რომ აღნიშნული ტანკები ერაყის არმიის მე-9 მექანიზირებული დივიზიის შეიარაღებაში შევა, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ რაიონშია დისლოცირებული.
"ამ ტანკების მიწოდება ერაყის თავდაცვითი პოტენციალისათვის მნიშვნელოვანი ეტაპია" - განაცხადა ერაყში აშშ-ს არმიის მთავარსარდლის მოადგილემ გენერალ- ლეინტენანტმა მაიკლ ბარბერომ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სამხედროები ერაყელ ტექნიკოსებთან და ეკიპაჟებთან ამ ტანკების ომხმარების სწავლებით სამუშაოებს 2009 წლიდან აწარმოებენ. ამ მომენტისათვის აღნიშნული წვრთნა გავლილი აქვს 65 ერაყელ ტანკისტს.
ერაყის მთავრობა ამერიკულ ტანკებს აშშ-ს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების "უცხოური სამხედრო დაყიდვების" ფარგლებში ახორციელებს.
შეგახსენებთ რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ერაყში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. მას შემდეგ, რაც მარტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე აშკარა გამარჯვებული ვერ გაოიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.