აშშ-ის საიმიგრაციო საქმეთა სასამართლომ აშშ-ს ტერიტორიაზე პოლიტიკური თავშესაფარი მისცა პალესტინური მოძრაობა "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის შვილს მუსაბ ჰასან იუსეფს, რომელიც ადრე ისრაელის დაზვერვაზე მუშაობდა.
სასამართლო, რომელიც ქალაქ სან დიეგოში გაიმართა, მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა. მოსამართლემ დაადგინა, რომ 32 წლის იუსეფი ყველა აუცილებელი შემოწმების გავლის შემდეგ, შესაძლებელია, აშშ-ს ტერიტორიაზე დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის თებერვალში აშშ-ს ხელისუფლებამ იუსეფს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადეს და მიზეზად დაასახელეს ის რომ იგი შესაძლოა ტერორისტულ საფრთხეს შეიცავდეს.
აშშ-ს საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს წარომმადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ იუსეფს სამინისტრო ყველა ბრალდებას უხსნის, თუმცა ამის მიზეზი არ დაასახელა. თავად იუსეფი კი, რომელიც ისრაელის დაზღვერვის სასარგებლოდ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა გაქრისტიანდა.
ამჟამად სან დიეგოში ცხოვრობს და აპირებს აშშ-ს მოქალაქე გახდეს.
მამამისმა კი შეიხ იუსეფმა, რომელიც ამჟამად სასჯელს ისრაელის ციხეში იხდის გაიგო რა რომ მისი ვაჟი ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, საკუთარ შვილზე უარი თქვა.