ისრაელისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ბრიუსელში ორ ქვეყანას შორის, ისრაელის მიერ "მშვიდობის ფლოტილიის" დაკავების შემდეგ შერყეული ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გუშინ ჩატარებულ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ და ისრაელის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ბენიამინ ბენ-ელიეზერმა.
თურქული მედიის ინფორმაციით მხარეები მსგავსი შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამ შეხვედრების ადგილისა და დროის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
აღნიშნული ინფრომაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში დაადასტურეს.
მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული შეხვედრით მეტად შეშფოთებულია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აგვიდორ ლიბერმანი, რომელსაც როგორც აღმოჩნდა აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
ლიბერმანის კანცელარიაში აცხადებენ, რომ მინისტრმა აღნიშნული შეხვედრა სრული სერიოზულობით მიიღო და იგი "დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად" შეაფასა. ამას გარდა ლიბერმანი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული ამბავი "მძიმე დარტყმა იქნება" მასსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ ურთიერთობებში. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ამბის "უგულისყუროდ დატოვებას" არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ბოლომდე გამოიძიებს.
ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ მეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნული შეხვედრის შესახებ საქმის კურსში "ტექნიკური მიზეზების გამო" ჩაყენებული ვერ იქნა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ურიერთობები ისრაელის მიერ ღაზასკენ მიმავალი "მშვიდობის ფლოტილიის" დაკავების შემდეგ დაიძაბა. აღნიშნულ ინცინდენტს რვა თურქი ეროვნებისა და ერთი თურქული წარმოშობის ამერიკელის გარდაცვალება მოჰყვა.