საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს და მწვანე ბანერების დამონტაჟებას არაკანონიერად მიიჩნევს.
როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, მსგავსი ქმედებები გასული თვის განმავლობაშიც დააფიქსირეს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწვანე ბანერების დამონტაჟებას არაკანონიერად მიიჩნევს. ნებისმიერი ფორმის ბორდერიზაცია, მათ შორის ბანერების დამონტაჟება, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და ფერმერებს საკუთარი მიწის დამუშავების უფლებას ართმევს,”-ნათქვამია განცხადებაში.