კვიპროსში დაკავებულ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ 55 წლის კრისტოფერ მეცოსზე კვლავ ძებნა გამოცხადა. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პოლიციაში აღრიცხვაზე არ მისულა, შედეგად მასზე კვლავ ძებნაა გამოცხადებული. ამის შესახებ აშშ-ის შესაბამის სტრუქტურებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
კვიპროსელი სამართალდამცავების ინფორმაციით, მეცოსმა სასამართლოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება დააღღვია. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელს აშშ-ში ექსტრადაციამდე კვიპროსის ტერიტორია არ უნდა დაეტოვებინა და პოლიციაში აღრიცხვაზე უნდა ევლო. მეცოსი კვიპროსის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ თავდებით გაათავისუფლა.
ცნობისათვის, რუსეთის სასარგებლოდ ჯშუშობაში ბრალდებული კვიპროსში კანადის მოქალაქის საბუთებით ცხოვრობდა. ამასთან სამართალდამცავებმა იგი მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნის საზღვრების დატოვებას ცდილობდა.