ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ცენტრალური ევროპის და კავკასიის რეგიონში ტურნეს იწყებს.
ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი პირველად კიევს ეწვევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინ გრიშენკოს შეხვდება.
მხარეები განიხილავენ ენერგეტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების საკითხებს, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს ამერიკა-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაში.
ჰილარი კლინტონი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
ტურნეს ფარგლებში კლინტონი ვიზიტებს პოლონეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში გამართავს, ხოლო 5 ივლისს იგი საქართველოს ერთ დღიანი ვიზიტით ეწვევა.