დღეს, ამერიკის შეერთებული შტატებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო პროცესი სამ სხვადასხვა შტატშია დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში 11 ეჭვმიტანილი დააკვეს. წინასწარ მოსმენაზე ათ მათგანს გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებაზე უარი ეთქვათ. თუმცა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც თავდებით გაუშვეს გაიქცა.
ამასთან, ბრიტანეთმა ერთ-ერთი დაკავებულის, ანა ჩემპმენის მიერ რუსეთის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობასთან დაკავშირებით კვლევა დაიწყო.