ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთთან მუშაობას გააგრძელებს ისეთ საკითხებზე, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე რუს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის დიალოგი მიმდინარეობს.
ამასთან, კროულის მტკიცებით, ჯაშუშების ირგვლივ ატეხილი სკანდალი აშშ-რუსეთს შორის თავდასხმითი იარაღის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე გავლენას არ მოახდენს.
"ამ ხელშეკრულებით ვინმეს მიმართ კეთილგანწყობას არ გამოვხატავთ. ის ჩვენს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და დაინტერესებულები ვართ რუსეთთან იარაღის კონტროლის შესახებ თანამშრომლობით", - აღნიშნა კრულიმ და აქვე დასძინა, რომ ამ სკანდალის გამო რუსი დიპლომატების აშშ-დან გაძევების საკითხი არ განიხილება.