თვითმფრინავით გირჩევნიათ მოგზაურობა, თუ მატარებლით?
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ბიომეტრიული პასპორტით მოგზაურობისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).
სად შევძლებ უვიზოდ მოგზაურობას?
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს:
ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია);
ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას;
შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას.
რამდენი ხნით შევძლებ მოგზაურობას?
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
180 დღიდან 90 დაშვებული დღის გამოყენება შესაძლებელია გადაბმულად ან დღეების გადანაწილებით.
90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია, ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის სპეციალური გამომთვლელით: https://goo.gl/aAkRmB
რა შეიძლება იყოს ვიზიტის მიზანი?
ტურისტული მოგზაურობა;
ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია.
რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი
რა მომეთხოვება სასაზღვრო კონტროლის დროს?
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ დაასაბუთოთ მგზავრობის კონკრეტული მიზანი (მაგ.: საქმიანი ვიზიტი, ტურისტული მოგზაურობა, ახლობლების ან ნათესავების მონახულება, სასწავლო კურსი 90 დღემდე ვადით).
რა საბუთები შეიძლება მომთხოვონ საზღვრის კვეთისას?
დასაბრუნებელი ბილეთი;
სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;
სამოგზაურო დაზღვევა;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება (მაგ.: ნაღდი ფული ან მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი);
სასტუმროს ხარჯის გარდა, ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.
რა უნდა გავითვალისწინო?
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ზონა.
ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ
უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობის/ხანგრძლივი სწავლის უფლებას.
რა შემთხვევაში ეთქმება უარი საქართველოს მოქალაქეს ევოკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე?
თუ ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;
საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
ნასამართლებია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;
აკრძალული აქვს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ.
90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შეცვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით;
ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შედეგადაც გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით;
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.