რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "ჯაშუშური სკანდალი" არ იქონიებს ნეგატიურ გავლენას რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთობებზე.
"მიგვაჩნია, რომ აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანთა ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებული ინციდენტი ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებზე", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სხვა და სხვა დროს იმყოფებოდნენ აშშ-ს ტერიტორიაზე. მათ კი აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ არც ერთი ქმედება არ ჩაუდენიათ", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.