ყირგიზეთის დროებით მთავრობის ხელმძღვანელს როზა ოტუმბაევას, რომელიც ამ დრომდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად 3 ივლისს დაამტკიცებენ.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" დროებით მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ოტუმბავასთვის პრეზიდენტის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი, იგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღს ოფიციალურად გამოცხადდება.
ყირგიზეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით არჩევნები 10 ოქტომბერს გაიმართება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ყირგიზეთში ჩატარებულ რეფერენდუმში მოსახლეობის 90% მხარი ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას დაიჭირა, ასევე რეფერენდუმზე გატანილი იყო როზა ოტუმბაევასთვის პრეზიდენტის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების საკითხიც.