ტელეკომპანია CNN-ის პოპულარული წამყვანი ლარი კინგი თავის შოუდან წასვლას გეგმავს. "დროა ჩემი უძილო ღამეები დამთავრდეს", _ განაცხადა კინგმა.
ყოფილმა რადიოწამყვანმა ჩNN-ის ეთერში თავისი შოუს წაყვანა 25 წლის წინ დაიწყო. კინგის პირველი სტუმარი ნიუ-იორკის მაშინდელი ყოფილი გუბერნატორი მარიო კუომო იყო.
მას შემდეგ Larry King Live-ის გადაცემის სტუდიაში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვა ცნობილი პირები სტუმრობდნენ.
კინგის გადაცემა გინესების რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ერთი და იგივე დროს და ერთი და იგივ არხზე გასული თოქ-შოუს ჟანრის გადაცემა.
76 წლის ტელეჟურნალისტიკის მეტრის თქმით, სურს რაც შეიძლება მეტი დრო ოჯახს დაუთმოს და ხშირად დაესწროს იმ შეჯიბრებს, სადაც მისი შვილები მონაწილეობენ.
რამდენიმე ხნის წინ ლარი კინგი 13-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს გაშორდა. მათ 9 და 11 წლის ვაჟი ყავთ. ლარი კინგს სხვა ქორწინებებიდან კიდევ სამი შვილი ჰყავს. მან ოფიციალურად რვაჯერ იქორწინა, აქედან ორჯერ ერთი და იგივე ქალზე.