მასიმო ტარტალიას, რომელმაც იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის სახეში სკულპტურა ესროლა, სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა. პროცესის მოსამართლე ლუისა სავოიამ განაცხადა, რომ მასიმო ტარტალია თავდასხმის მომენტში თავის ქმედებას ვერ აკონტროლებდა. მისი თქმით, ტარტალიას ფსიქიკური მდგომარეობა არამდგრადია.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასიმო ტარტალიას ერთი წელი ფსიქიატრიული რეაბილიტაციის კურსის გავლა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ტარტალია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ადრეც მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მასიმო ტარტალიამ იტალიის პრემიერს პატარა სკულპტურა მილანში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ესროლა. შედეგად, ბერლუსკონის ცხვირი და რამდენიმე კბილი გაუტყდა.