უშგულში, სოფელ ჩვიბიანში, გადაუღებელი წვიმის გამო კოშკი ჩამოინგრა.
კოშკი, სავარაუდოდ, მე-14- მე-15 საუკუნით თარიღდება.
მესტიის გამგებელ კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, დანგრეულია კოშკზე მიდგმული სახლი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაზარალებულა.
ადგილზე სპეციალისტები დღეს ჩავლენ და ამის შემდეგ გადაწყდება, კოშკის აღდგენითი სამუშაოების დაწყების პროცესი.