საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოკუპირებულ გალის რაიონში. საზოგადოებრივის ინფორმაციით, სოფელ ნაბაკევში 500-მდე ადამიანია შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს, სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: გაუქმდეს ე.წ. ბინადრობის მოწმობები, გაიხსნას დაბალ ზონაში ჩაკეტილი ორი გადასასვლელი და შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო გადასახადები.
ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან ჩამოვიდნენ დე ფაქტო ხელისუფლების, ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები.
აქციაზე ე.წ. მილიციაა მობილიზებული. ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი ე.წ. სპეცრაზმელები აკონტროლებენ.