აშშ-მა ირანის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს მესამე ავიამზიდი და მოიერიშე ხომალდების ჯგუფი გაგზავნა, აღნიშნულ ხომალდებზე სულ 4 ათასი საზღვაო ქვეითი და მეზღვაური იმყოფება. ამის შესახებ ისრაელის ანალიტიკური ცენტრი DEBKA იუწყება.
შესაბამისად ამ წყლებში, გაიზარდა ამერიკული ხომალდებისა და მათი პერსონალის რაოდენობაც, ამ დროისთვის ირანის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს 3 ამერიკული ავიამზიდი და 10 ათასი მეზღვაური და საზღვაო ქვეითი იმყოფება.
აღნიშნულ ავიამზიდ ნასაუს, დაევალა დაეხმაროს ბაჰრეინში ბაზირებულ მე-5 ფლოტილიას, რომელიც წითელი ზღვის სიახლოვეს კურსირებს.
აღსანიშნავია რომ ავიამზიდზე 3 ათასი საზღვაო ქვეითი იმყოფება, ამასთან ავიამზიდზეა განთავსებული ექვსი AV-HB შემტევი ვერტმფრენი, ოთხი AH-1W "სუპერ კობრა", თორმეტი CH-46 "ზღვის რაინდი" და CH-53 საზღვაო შვეულმფრენი. ამსთან ავიამზიდზე 1400 კაიუტაა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ისრაელი-გერმანიის ესკადრამ სპარსეთის ყურეში საზღვაო და საჰაერო მანევრები გამართა.
დამუშავდა შეტევები ირანის სამიზნეებზე. ასევე ირანის, სირიისა და "ჰესბოლას" მიერ მიერ გაშვებული რაკეტების დარტყმებზე რეაგირება. ესკადრის შემადგენლობაში ავიამზიდ "ჰარი ტრუმანის" და ისრაელის გემების გარდა გერმანიის ფრეგატი Hessen-F221 შედიოდა. ავიამზიდიდან ხორციელდებოდა ფრენები როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში. ბომდამშენები ისრაელის სამხრეთით სამხედრო ბაზა ნაბათიმის პოლიგონზე პირობით სამიზნეებს ბომბავდნენ.
აშშ-ს თვითმფრინავები, რომლებიც გერმანიისა და რუმინეთს ბაზებიდან აწარმოედნენ ფრენებს, საწვავს ისრაელის ბაზებზე ავსებდნენ და საჰაერო ბრძოლებში გადიოდნენ წვრთნებს.
არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი აპირებს აგვისტოში ირანის საზღვართან ახლოს განალაგის 4 ან 5 ავიამზიდი.