მიხეილ ხოდორკოვსკის 2011 წელს გათავისუფლების შანსი გაუჩნდა _ წერს გაზეთი ""Le Figaro": ". ამგვარი ოპტიმიზმის საფუძვლად გაზეთი, პუტინთან დაახლოებული ორი პოლიტიკური ფიგურის მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებას მიიჩნევს. საუბარია რუსეთის "სბერბანკის" ხელმძღვანელის გერმან გრეფისა (რომელიც 2003 წელს ეკონომიკის განვითარების მინისტრი იყო) და მრეწველობის მინისტრის ვიქტორ ხრისტენკოს მიერ მიცემულ ჩვენებებზე.
მათი ჩვენებები მოწმობს იმას, რომ იმ ფორმით, როგორც ეს გამოძიებას წარმოდგენია მილიონი ტონა ნავთობის დატაცება უბრალოდ შეუძლებელი იყო. გამომცემლობა წერს, რომ მიხეილ ხოდორკოვსკის რუსეთის ხელისუფლების იმიჯზე ცუდად მოქმედებს, რომელიც ბოლო დროს ცდილობს თავის თავს უფრო ლიბერალური ელფერი შესძინოს.
ამასთან ერთად გაზეთი ასევე ამახვილებს ყურადღებას, რომ მიხეილ ხოდორკოვსკის გათავისუფლება შესაძლოა ზიანი მიაყენოს რიგი სახელმწიფო ჩინოვნიკების ნავთობურ ინტერესებს. "თავისუფალი მიხეილ ხოდორკოვსკი მონტე კრისტოსა და ნელსონ მანდელას სიმბიოზი იქნება", _ აცხადებენ გაზეთის ექსპერტები.
თავის მხრივ "The Foreign Policy"-ის მიმომხილველი მირიამ ელდერი აცხადებს, რომ ნაკლებსავაუდოა ის, რომ გრეფსა და ხრისტენკოს თავისი ჩვენებები კრემლთან შეუთანხმებლად მიეცათ. "ამ ორი ადამიანის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ "იუკოსზე" განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედველობის საკითხში დაცვისათვის კარგი წინაპირობაა", _ აცხადებს ექსპერტი.