გენერალი სტენლი მაკკრისტალი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძღვენელის პოსტიდან გადააყენეს, არმიიდან საერთოდ მიდის. შესაბამისი განცხადება აშშ-ს შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, მაკკრისტალმა გადადგომის შესახებ განცხადებით შესაბამის სტრუქტურებს უკვე მიმართა.
ამ დროისთვის, არ სახელდება ზუსტი თარიღი, თუ როდის დატოვებს ოთხვარსკვალავიანი გენერალი შეერთებული შტატების არმიას.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ნატოს მიისის ხელმძღვანელის პოსტიდან გენერალი მაკკრისტალი გასულ კვირას გაათავისუფლეს. მიზეზი მის მიერ ჟურნალ ღოლლინგ შტონეს-ისთვის მიცემული ინტერვიუ გახდა, სადაც მაკკრისტალმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა ავღანეთში შტატების ელჩზე კარლ ეიკენბერზე, დამცინავად მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკმაყოფილება გამოხატა პრეზიდენტ ობამას პოლიტიკის გამო.
იმავე ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი ჯო ბაიდენზე, მაკკრისტალი პასუხობს, რომ მან საერთოდ არ იცის, ვინ არის ჯო ბაიდენი. მაკკრისტალი უკმაყოფილებას გამოხატავს ბარაკ ობამას პოლიტიკის გამო და აღნიშნავს, რომ ობამა ავღანეთში დისლოცირებული ჯარებისთვის განკუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს მაკკრისტალი "მასხარას" უწოდებს, ხოლო ინტერვიუს ჩაწერის პროცესში რიჩარდ ჰოლბრუკისგან მიღებული ელექტრონული წერილის ნახვა საერთოდ არ უნდა.
ცნობისათვის პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში მაკკრისტალის ადგილზე გენერალი დევიდ პეტრიუსი დანიშნა.