რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს იმედი აქვს, რომ მიიღებს მომწურავ ახსნა-განმარტებებს "ჯაშუშურ სკანდალთან" დაკავშირებით.
"ჩვენ არ განგვიმარტეს თუ რაზე მიდის საუბარი. იმედი მაქვს ყველაფერს აგვიხსნიან. თავად მომენტი, კი როდესაც ყოველივე ეს გაკეთდა განსაკუთრებული სინატიფითაა შერჩეული", _ განაცხადა დღეს სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ წუხელ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე განათავსა ინფორმაცია ჯაშუშ-არალეგალების დაკავების შესახებ, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვაზე მუშაობდნენ.
ინფორმაციის მიხედვით, კვირას დააკავეს რვა ადამიანი, რომლებიც აშშ-ში ღრმად კონსპირაციულ დავალებებს ასრულებდნენ. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. ყველა დაკავებულს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
"საუბარი მიდის ორ დანაშაულებრივ ჯგუფზე რომლებიც მოქმედებდნენ, როგორც რუსეთის ჯაშუშები აშშ-ს ტერიტორიაზე. სულ 11 ადამიანიდან ათი დაკავებულია და მათ ბრალი ედებათ ორი სხვა და სხვა სისხლის სამართლის მუხლით", _ იუწყება აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ მე-11 ადამიანი სახელად კრისტოფერ მეტოსი დღემდე დაკავებული არ არის.