აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მიმალვაში იმყოფება.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალებში აღნიშნულია, რომ დაკავებულებსა და რუსეთის სახელმწიფო მოსამსახურეებს შორის კონტაქტები 2004 წლიდან ხორციელდებოდა.
აშშ-ს ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია ორ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, რომლებიც აშშ-ში როგორც რუსეთის ფედერაციის აგენტები მოქმედებდნენ.
"სულ 11 ადამიანი, მათ შორის 10 დაკავებულს ბრალი ედებათ ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. შეთქმულებაში რუსეთის ფედერაციის უკანონო ჯაშუშობის განხორციელებაზე აშშ-ს ტერიტორიაზე", - იტყობინება აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო.
ერთ-ერთი ჯაშუში, რომელიც აშშ კრისტოფერ მეტოსას სახელით ცხოვრობდა ამ დრომდე დაკავებული არ არის და ის მიმალვაში იმყოფება.
დაკავებულები გაეროში რუსეთის მისიის ხშირი სტუმრები იყვნენ, თუმცა აღნიშნული ფაქტის კომენტირებას მისიის წარმომადგენლები არ აკეთებენ.
დაკავებული პირები შემჩნეულები არიან რუსეთის დიპლომატიური მისიის მეორე და მესამე მდივანთან კონტაქტებში.
რიჩარდ მერფი, სინტია მერფი რომლებიც ნიუჯერსში დააკავეს ცხოვრობდნენ, იონკერსში დააკევეს ვიკი პელაეზი და ხუან ლაზარო, ანა ჩაპმანი დაკავეს მანჰეტენზე, მიჰაელ ზოტოლი, მიხაელ სემენკო და პატრიაცია მაილზი დააკვეს არლინგტონში, ჰოვარდ ჰისფილდი და ტრეისი ლიენფოლი ბოსტონში აიყვანეს.
დაკავებულებს შემდეგი ბრალდები წაუყენეს: საქმიანობა უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ, ფულის გათეთრება, საბუთების გაყალბება და სხვისი სახლების გამოყენება.
აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში ხაზგასმითა აღნიშნული, რომ ჯაშუშებს მუდმივი კავშირი ჰქონდათ გაეროში რუსეთის მისიასთან, რისთვისაც იყენებდნენ სპეცკომპიუტერებს, რომლებიც მოსკოვში იყო დამზადებული.
დაკავების დოკუმენტს თან ახლავს მემორანდუმი, რომელშიც საუბარია თუ როგორ აგროვებდნენ ისინი ინფორმაციებს ობამას მოსკოვში ვიზიტის წინ ავღანეთზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე და სხვა სახის საკითხებთან დაკავშირებით თეთრი სახლის პოზიციაზე.
ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვი მოითხოვდა დაზვერვით ინფორმაციებს იმ ადამიანების პოზიციებზე, რომლებიც განსაზღვრავდნენ აშშ-ს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
ფედერალური გამოძიების ბიუროს გამოძიებამ გამოავლინა, რომ დაკავებულები აშშ-ს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ გრძელვადინი მიზნისთვის: "მოახდინონ საკუთარი ამერიკანიზირება, რათა შეაგროვონ ინფორმაციები რუსეთისთვის აშშ-დან, მოძებნონ წყაროები, რომლებიც შესძლებენ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში შეღწევას".
დაკავებულებთან მიმართებაში გამოძიების ფედერალურ ბიუროს მოპოვებული აქვს მასალები სადაც მითითებულია ჯაშუშებისთვის გადახდილი ხელფასი, კომპენსაციები და სხვა თანხები. ასევე არსებობს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ვიდეომასალებიც.
წინასწარი შეფასებების მიხედვით აშშ-რუსეთის ურთიერთობებში შესაძლოა "ცივი ომის" ერა დაბრუნდეს.