კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს კიმ ჩენ ირის 2008 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ მარაზმის ნიშნები გამოუვლინდა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაზეთი "ჩოსონ ილბო" ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელზე, ვონ ცე ხუაზე დაყრდნობით იუწყება.
ვონ ცე ხუას ინფორმაციით, კიმ ჩენ ირის მახსოვრბასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და იგი უაზრო განცხადებებს აკეთებს.
მედიაში უკვე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა საკუთარი ლიდერის შეცვლისთვის ემზადება. ახალი ლიდერი სავარაუდოდ კიმ ჩენ ირის შვილი კიმ ჩენ უნი გახდება.
ხელისუფლების ცვლილება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება.
ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება ქვეყნის მმართველი "კორეის შრომის პარტიის" პარტიული კონფერენცია.