თურქეთმა ისრაელს საჰაერო სივრცე დაუხურა. ამის შესახებ რადიოსადგური "კოლ ისრაელ" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჰარეო სივრცის დახურვის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტორონტოში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში განაცხადა.
როგორც რადოსადგური იტყობინება საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზი გახდა ისრაელის სპეცსამსახურების მიერ "თავისუფლების ფლოტილიაზე" განხორციელებული შეტევა, რომელის შედეგადაც თურქეთის 8 მოქალაქე და ერთი ორმაგი მოქალაქეობის (აშშ, თურქეთი) მქონე ადამიანი დაიღუპა.
თავის მხრივ ისრაელი უარყოფს თურქეთის მხრიდან რაიმე სახის ოფიციალური შეტყობინების მიღებას, მისი სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის თურქეთის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. შესაბამისი განცადება ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროში გაკეთდა.
ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მონაცემებით, ამ დროისთვის თურქეთში საჰაერო ფრენები ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება. ბენ გურიონის აეროპორიდან ანტალიისა და სტამბულის მიმართულებით არცერთი რეისი არ გადადებულა.
პარალელურად, გაზეთი "ედიტონ ახრონოტი" ავრცელებს ინფრომაციას იმის შესახებ, რომ თურქეთმა საჰაერო სივრცე დაუხურა ისრაელის სამხედრო საჰარეო ძალების თვითმფრინავებს, რომლებსაც პოლონეთის მიმართულებით რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე უნდა გადაეყვანა.
თავდაცვის სამინისტრომ სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით უარი განაცხადა ამ ფაქტის კომენტირებისგან.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ხნის წინ თურქეთმა ისრალიდან თავისი ელჩი გაიწვია და გააუქმა ერთობლივი სამხედრო სწავლება. გაკეთდა განცხადება, რომ ისრაელთან შეიზღუდებოდა სავაჭრო და სამხედრო კავშირები იმ პერიოდანმდე ვიდრე ოფიციალური თელ-ავივი "თავისუფლების ფლოტილიასთან" დაკავშირებით ოფიციალურ ბოდიშს არ მოიხდიდა.
ოფიციალური ანკარა ითხოვს დაკავებული გემების დაბრუნებას, რომლითაც ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთები გადაჰქონდათ.
ორი კვირის წინ ისრაელმა საბოლოოდ დააკომპლექტა კომისია, რომელიც 31 მაისს მომხდარ ინცინდენტს გაიძიებს. მასში შევიდნენ ისრაელის ყოფილი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე იაკოვ ტირკელი, ბრიგადეს გენერალი ავივ კოხავი, დაზვერვის ყოფილი შეფი გენერალი იუვალ ხალამიში, პოლკოვნიკი ბენ ციონ დააბული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარომადგენლები.