ავღანეთში "ალ-ქაიდას" ტერორისტული ქსელის ასამდე ბოევიკი დარჩა. ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა ლეონ პანეტამ ტელეკომპანია ABC-ს განუცხადა.
პანეტას ინფორმაციით 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-ს მოქმედებების გამო "ალ-ქაიდა" მნიშვნელოვნად არის დასუსტებული და "ავღანეთის ტერიტორიაზე ამჟამად მისი 50-დან 100-მდე ბოევიკია, მაშინ როდესაც სხვები პაკისტანის დასავლეთ საზღვრის გასწვრივ, მთაინ რეგიონებში იმალებიან".
"ამ რეგიონში ჩვენ ვმონაწილეობთ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ისტორიაში ყველაზე სასტიკ ოპერაციაში და მისი შედეგი გახდა ტერორისტული ქსელის ლიდერების მომქედებების შესუსტება", - განაცხადა ცენტრალუსი სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა და დასძინა, რომ ტერორისტული ქსელის ლიდერი უსამა ბენ ლადენი პაკისტანის ტრიტორიაზე იმყოფება.
"მისი ზუსტი ადგილსამყოფელის განსაზღვრა სპეცსამსახურებს ძალიანნუჭირთ. იგი დიდი დაცვით არის უზრუნველყოფილი, მაგრამ თუ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ამ მიმართულებით, მაშინ უეჭველად შევძლებთ უსამა ბენ ლადენის და სხვა ლიდერების განდევნას ამ ტერიტორიიდან", _ განაცხადა ლეონ პანეტამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ "ალ-ქაიდა" აშშ-ზე იერიშისთვის ახალ გზებს იყენებს, მათ შორის საკუთარ საქმიანობაში აშშ-ს მოქალაქეების ჩართვას, რაც მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები