რუსეთი დროებით უარს ამბობს ყირგიზეთის სამხრეთში საკუთარი სასწავლო სამხედრო ბაზის მოწყობაზე. Aსაკითხს რუსეთი ქვეყანაში ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევის შემდეგ დაუბრუნდება. Aამის შესახებ კომერსანტი რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
პარალელურად, აშშ რეგიონში საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. ვაშინგტონის განცხადებით აშშ ტაჯიკეთში სასწავლო სამხედრო ცენტრის მშენებლობისთვის 10 მილიონ დოლარს დახარჯავს.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცის, რომლის მიხედვითაც რუსეთის გენერალური შტაბი ყირგიზეთის სამხრეთში _ ოშსა და ჯალალ-აბადში ახალი სამხედრო ბაზის მოწუყობას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს ამ საკითხის დეტალური განხილვა და მოლაპარალებების დაწყება დაავალა.
ანალიტიკოსები ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად "გრუ"-ს ინფორმაცის ასახელებენ, რომლის მიხედვიტაც ყირგიზეთში მუდმივმა არასტაბილურმა ვითარებამ შესაძლოა ქვეყნის დაშლა და "მესამე ძალების" პროტექტორატისგან გასვლა გამოიწვიოს.