რუსეთი 10 აპრილს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებას აჭიანურებს. ამის შესახებ ავაკატასტრიფაში დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმამ, პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.
პოლონელ გამომძიებლებს მომხდართან დაკავშირებით ჯერაც არ მიუღიათ რუსეთიდან უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, ამის გამო პოლონეთში გარკვეული ეჭვები გაჩნდა, განმარტავს კაჩინსკი.
"ეს გამოძიება პოლონელი ხალხის ღირსების საქმეა, რადგან ეს კატასტრფა გახდა 1945 წლის შემდეგ პოლონელი ხალხის უდიდესი ტრაგედიაა", - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.
კაჩინსკი მოითხოვს, რომ რუსეთმა საქმის მასალები ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის თანახმად პოლონეთს გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს სმოლენკთან მომხდარი ავიაკატასტიფის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი პირები დაიღუნენ.