მოლდოვაში პირველად აღინიშნება "1940 წლის 28 ივნისის საბჭოთა ოკუპაციის დღე". შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თამჯდომარემ მიხაი გიმპუმ 24 ივნისს მოაწერა.
არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ 1940 წლის 28 ივნისი, როდესაც საბჭოთა ჯარები ბესარაბიაში შევიდნენ, მოლდოვას ისტორიაში შავ თარიღს წარმოადგენს. შესაბამისად ეს დღე აღინიშნება, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დაწყების სევდიანი თარიღი", _ აღნიშნა გიმპუმ.
"მთავრობის შენობის წინ დაიდგმება კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი. სწორედ ამ თარიღიდან _ 1940 წლის 28 ივნისიდან დაიწყო ჩვენი ხალხის ტრაგედია _ დეპორტაცია, ორგანიზებული შიმშილი, დენაციონალიზაცია. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს", _ განაცხადა გიმპუმ.
მოგვიანებით, მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უარს განაცხადა ს თავისი ბრძანებულების შეცვლაზე, როგორც ამას მმართველი ალიანის წევრები და კომუნისტური პარტიის ფრაქცია მოითხოვდა.
გიმპუმ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა კოლეგებმა მმართველი ალიანსიდან მხარი არ დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას და ბრძანებულების გამუქმება მოითხოვეს.
მან გააკრიტიკა კომუნისტები, რომლებიც 1940 წლის 28 ივნისს გათავისუფლების დღედ მიიჩნევენ.
"მე მესმის კომუნისტების, რომლეთათვისაც ყოველთვის უცხო იყო ამ სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ არ მესმის კოლეგების ალიანსიდან ევროპული ინტეგრაციისთვის. ისინი ხან მოითხოვენ, რომ მოსკოვში ჩავიდე, ხანაც აღლუმებში მონაწილეობას მაძალებენ. უმჯობესია ისინი ისხდნენ წყნარად და მხარი დაუჭირონ ჩემს პოლიტიკას. ის სამართლიანია", _ განაცხადა გიმპუმ.
ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ქმედებების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ვიაჩესლავ სტავილემ საბჭოთა ოკუპაციის შედეგად მიყენებული მოლდოვას ზარალი 28 მლრდ დოლარად შეაფასა. მან მოლდოვას ხელისუფლებას რუსეთისგან კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. მიხაი გიმპუს თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს უახლოეს ხანებში შეისწავლის.