აშშ-ს, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კანადაში გამართულ დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში მიიღეს ერთობლივი განცხადება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით.
ბარაკ ობამამ, ნიკოლა სარკოზიმ და დიმიტრი მედვედევმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწდეს დააჩქარონ მუშაობა კონფლიქტის დარეგულირების ძირითად პრინციებზე, რათა შესაძლებელი გახდეს სამშვიდობო პროექტზე მუშაობის დაწყება.
"მიმდინარე პერიოდში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტება აუცილებელია გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი და დაასრულონ მუშაობა ძირითად პრიონციპებზე, რათა შესაძლებელი გახდეს სამშვიდბო შეთანხმების პროექტის შემუშავების დაწყება ", _ ნათქვამია პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მათ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდმარე სახელმწიფორების ხელმძღვანელბის რანგში მიიღეს.
პრეზიდენტებმა დაავალეს შესაბამის სამინისტროებს და შუამავალებს "განაგრძონ სომხეთისა და აზერბაიჯანის აქტიური თანადგმომა არსებული უთანხმოების დაძლევაში".
პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დადასტურეს თავანთი ვალდებულებები მხარი დაუწირნ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს დარეგულირების ძირითადი პრინციპების შეთანხმების დასასრულებლად.
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე სახელმწიფოების მეთაურება თავის განცხადებაში აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევენ ორივე მხარის მიერ იმ ფაქტის აღიარებას, რომ დარეგულირება უნდა დაეფუძნოს მთელ რიგ პრინციპებს, რომელთა შორისა _ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ტერიტორიების დაბრუნება; მთიანი ყარაბაღის შულაედური სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და თვითმმართველობის გარანტიებს; კორიდორის შექმნა სომხეთის მთიან ყარაბაღთან დასაკავშირებლად.
პრინციპებს შორის დასახელებულია მთინია ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრა, რომელსაც ექნება აუცილებელი იურიდიული ძალა მოსახლების ნების გამოხატვის საფუძველზე, ყარაბაღში მცხოვრებთა გარანტიები, ასევე იძულებით გადაგილებული და ლტოლვილი პირების უფელების დაცვა და მათი დაბრუნება ადრინდელ საცხოვრებელ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების საერთაშრისო გარანტიები, მათ შრის სამშვიდობო ოპერაციების ჩათვლით.
ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივები მოხსნის დაძაბულობას, დაიცავს სამოქალაქო მსახლეობას, შეეწინააღმდეგება ტერორიზმს, შესაძლებელს გახდის მთიანი ყარაბაღის ეკონმიკურ განვითრებას, ინვესტიციების მოზიდვას და მის დემოკრატიულ განვითრებას.