მარსელში იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მაფიოზი 40 წლის ჯუზეპე ფალზონე დააკავეს.
10 წლის წინ ფალზონეს სასამართლო მკვლელობისა და საერთაშორისო ნარკოტრაფიკის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მართლმსაჯულებისგან მიმალვა შესძლო. მან გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია და ყალბი დოკუმენტებით ცხოვრბდა.
იტალიის ხელისუფლების წარმოამდგენელთა განცხადებით, ფალზონე აგძელებდა საკუთარ დანაშუელებრივ ქმედებს და იგი იყო სიცილიის პროვინცია აგრიჟენტოს კრიმინალური ბოსი ასევე, მაფიის მეთაურის ბერნანდო პროვენცანოს ნდობით აღჭურვილი პირი. თავად პროვენცანო იტალიის ხელისუფლებამ 2006 წელს დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფალზონე საფრანგეთის სამხრეთში პატარა, არაფრით გამორჩეულ, სახლში ცხოვრობდა.