რუსეთის ახალგაზრეული მოძარობა "ნაში" გორში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას აპროტესტებს.
"ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღუმართოს მონუმენტი საკუთარ სამხედრო დანაშაულებებს, ასევე მოვითხოვთ მსოფლიო თანამეგბრობის რეაქციას. ჩვენ მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის ქმედებების დაგმობას, რომელიც იბრძვის საკუთარ ხალხის და თანამედროვე ისტორიის წინააღმდეგ", - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძრვანელმა მარია კისლიცინამ.
მისი თქმით, მოძრაობა გმობს საქართველოს ხელსუფლების პოლიტიკურ ინტერესებს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს საკუთარ ხალხზე მაღლა აყენებს, ჩვენს საერთო ისტრიაზე და წინაპართა ხსოვნებზე მაღლა, რომლებმაც ფაშიზმთან წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს თავი. ის (საქართველოს პრეზიდენტი) არ კმაყოფილდება ქართველთა ძეგლების აფეთქებით, რომელბიც დიდი სამამულო ომის დროს დაიღუპნენ. ამჯერად მან გადაწყვიტა უკვდავყოს მათი გმირობა, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ვინც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ აგრესია დაიწყო", - განაცხადა კისლიცინამ.
"ნაშის" ერთ-ერთი ხელმძრვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედება არის არ მხოლოდ დიდი სამამულო ომის ისტორიის გადაწერის, არამედ უახლესი ისტორიის გადაწერის მცდელობა.
"საქართველო ცდილბს კონფლიქტის გაჩაღებაზე სრული პასუხისმგებლბა რუსეთზე გადაიტანოს, იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებლი კომისიების გამოძიებები ადასტურებენ, რომ სამხედრო ქმედებები პირველად საქართველომ დაიწყო.
შეგახსნებთ, რომ გორის ცენტრში იოსებ სტალინის ძეგლის ნაცვლად რუსეთ-საქართველოს აგვისტოს მის დროს დაღუულთა ხსოვნის მემორიალი აღიმართება.