ბელორუსმა "გაზრომის" მიმართ არსებული დავალიანება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დახმარებით დაფარა, რომელმაც მინსკს ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი თანხა ასესხა. ამის შესახებ ლუკაშენკომ "ევრნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"მე მივმართე ილჰამ ალიევს, მან 24 საათის განმავლობაში, უფრო ნაკლებ დროში მასესხა 200 მილონი დოლარი, რომლისგანაც 187 მილიონი ჩვენ "გაზპრომს" გადავუხადეთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ჩვენ ვთხოვეთ მათ (რუსულ მხარეს) ვალის ორი კვირით გადავადება, მაგრამ ჩვენმა მოკავშირეებმა და ჩვენთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა განგვიცხადეს: "ერთ დღესაც არ დაგელდებით". შემდეგ მე მივმართე Aაზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და "გაზპრომის" მიმართ არსებული დავალიანება 100% დავფარეთ".
მისივე განცხადებით, "გაზის კონფლიქტი" არ შეიძლება მიჩნეული იქნას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტად.
"იმაზე საუბარი, რომ დღეს ჩვენ გაწვეტილი გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები არ შეიძლება. დიდი პოლიტიკა არ ითმენს არავითარ შემობრუნებას, მით უფრო მკვეთრ შემობრუნებებს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.