ბელოსრუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კარგად ურთიერთქმდებებს და გაგებას პოულობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან, მაგრამ ურთიერთგაებას ვერ აღწევს რუსეთის მთავრობასთან.
"შეიქმნა პარადოქსალური ვითარება. საგარე საქმეთა სამინისტროები მუშაობენ შეხმატკბილებულად, როგორც ერთიანი უწყება. თავდაცვის სამინისტროები _ რუსეთის ფედერაციისა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სფერო _ მუშაობენ შეხმატკბილებულად, როგორც ერთიანი უწყება. ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ექვემდებარება რუსეთის პრეზიდენტს", - განაცხადა ლუკაშენკომ "ევრონიუსისთვუს" მიცერმულ ინტერვიუში და დასძიანა, რომ "ეკონომიკური ბლოკი - იმის მიუხედავად, რომ რუსეთის პრეზიდენტთან რაზეც არ უნდა შევთანხმდეთ, რუსეთის მთავრობა ამას არ იღებს და აკეთებს საპირისპიროს".
მისი თქმით, მას არავითარი სურვილი არ აქვს ერთმანეთს დაუპირისპირს რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი, აღნიშულით იგი მხლოდ ფაქტების კონსტატაციას აკეთებს.