ტორონტოში, დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად გამართული მიტინგინგიდან პოლიციამ 180-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
შეტაკებების შედეგად მომიტინგეებმა 4 პოლიციის მანქანა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით დაწვეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც აქციის ორგანიზატორი, სხვადსხვა გარემოს დამცველები და პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქცია მშვიდობიანი ხასიათის უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მომიტინგეები სხვდასხვა პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ - ერთნი კანადის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებნენ, ხოლო მეორენი კანადაში ეთიოპიის პრემიერ - მინისტრის ჩასვლას, რადგან მათი თქმით, ეთიოპიის მმართველი დიქტატორია.
როგორც ცნობილია, ტორონტოში, დიდი ოცეულის სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები გლობალურ, ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის; ფინანსური რეგულირებისა და სხვა აქტუალურ, საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.