ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. სამართალდამცველებმა არტურ სიმონიანი და კარენ მოვსესიანი დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, დაკავებულებს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს გავლით სომხეთში განუბაჟებლად გადაჰქონდათ 25 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.