ჯალალ-აბადსა და ოშში საგანგებო მდგომარეობა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
"კომენდანტის საათის გაგრძელების გადაწყვეტილება 10 აგვისტომდე მივიღეთ", - განაცხადა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა როზა ოტუმბაევამ.
შეგახსენებთ, რომ ოშშო და ჯალალ-აბადში ვითარების კონტროლიდან გამოსვლის გამო, რომელიც ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ დაპირისპირებას მოჰყვა საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.