ლიტვის ექს-პრეზიდენტი ალგირდას მიკოლას ბრაზაუსკასი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ბრაზაუსკასი, 78 წლის ასაკში, გუშინ საღამოს გარდაიცვალა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბრაზაუსკასმა პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო და 1992 წელს ის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს, 1993 წელს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, 1998 წელს კი კენჭი მეორე ვადით იყარა.
2001-2006 წლებში ბრაზაუსკასი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდან სამთავრობო კრიზისის შემდეგ გადაგა.