ტორონტოში, დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად გამართული მიტინგი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება.
როგორც აქციის ორგანიზატორი, სხვადსხვა გარემოს დამცველები და პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქცია მშვიდობიანი ხასიათის უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. ამ დროისთვის, ტორონტოს ცენტრში, მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით პოლიციის რამდენიმე მანქანა დაწვეს. დარბეულია მაღაზიები და ჩამსხვრეულია ვიტრინები. მოგვიანებით გაირკვა, რომ მომიტინგეები სხვდასხვა პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ, ერთნი კანადის მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებნენ, ხოლო მეორენი კანადაში ეთიოპიის პრემიერ - მინისტრის ჩასვლას, რადგან მათი თქმით, ეთიოპიის მმართველი დიქტატორია.
როგორც ცნობილია, დღეს, ტორონტოში, დიდი ოცეულის სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები გლობალურ, ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის; ფინანსური რეგულირებისა და სხვა აქტუალურ, საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.