ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 12:00 საათის მონაცემებით რეფერენდუმში მოსახლეობის 26,32% ანუ 728 442 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ცესკოს მონაცემებით, რეფერენდუმში აქტიურობით ისსიკ-კულსკის მხარე გამოირჩევა, სადაც საკუთარი პოზიცია მოსახლეობის 31,76% უკვე დააფიქსირა, ხოლო ოშშსა და ჯალალ-აბადში რეფერენდუმში მონაწილეობა უკვე 22,12% და 23,28 % მიიღო.
მათივე ინფორმაციით, რეფერენდუმი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყირგიზეთში სულ 2 767 295 ადამიანია რეგისტრირებული.
ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს, სადაც კონსტიტუციის მიღების საკითხი და გარდამავალ პერიოდში დროებითი მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუნაბევასთვის პრეზიდენტის სტატუსის დამტკიცებაა გატანილი. თავად ოტუნბაევა საკუთარი არჩევანი რეფერენდუმზე ოშში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში მასობრივი არეულობა პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ხელისუფლების წინააღმდეგ 6 აპრილს დაიწყო, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეეწირა. თავდა ბაკიევი ამჟამად ბელორუსს აფარებს თავს, ხოლო ქვეყნის მმართველობა ხელში დროებითმა მთავრობამ აიღო, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის სამხრეთში - ოშსა და ჯალალ-აბადში ივნისის დასაწყისში ეთნიკურ ნიადაგზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებები მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაიღუპა, არაოფიციალური ინფორმაციით კი, დაღუპულთა რაოდენობა 2000 აღწევს. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დროებით დატოვა საცხოვრებელი სახლები. გადამწვარია 1380 სახლი.