დღეს, 27 ივნისს, ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ქვეყნის დროებითი მთავრობის განმარტებით, რეფერენდუმზე ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხი და გარდამავალ პერიოდში დროებითი მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუნაბევასთვის პრეზიდენტის სტატუსის დამტკიცება იქნება გატანილი.
თავად ოტუნბაევა რეფერენდუმში ოშში მიიღებს მონაწილეობას. ყირგიზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქე რეფერენდუმში ხმას იმ უბანზე მისცემს, სადაც რეფერენდუმის დღეს იქნება.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში მასობრივი არეულობა პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის ხელისუფლების წინააღმდეგ 6 აპრილს დაიწყო, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანი შეეწირა. თავდა ბაკიევი ამჟამად ბელორუსს აფარებს თავს, ხოლო ქვეყნის მმართველობა ხელში დროებითმა მთავრობამ აიღო, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუმბაევა ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის სამხრეთში - ოშსა და ჯალალ-აბადში ივნისის დასაწყისში ეთნიკურ ნიადაგზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის შეტაკებები მოხდა. ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაიღუპა, არაოფიციალური ინფორმაციით კი, დაღუპულთა რაოდენობა 2000 აღწევს. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დროებით დატოვა საცხოვრებელი სახლები. გადამწვარია 1380 სახლი.