პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, სეიმის სპიკერი, ბრონისლავ კომოროვსკი იაროსლავ კაჩინსკის 11%-ით უსწრებს.
პოლონეთის პრეზიდენტის ვინაობა საბოლოოდ 4 ივლისს მეორე ტურში გაირკვევა. პირველ ტურში კომაროვსკის მხარი ამომრჩეველთა 41,45%-მა დაუჭირა, იაროსლავ კაჩინსკის კი _36.46%-მა.
GფK Pოლონია-ს გამოკითხვის მიხედვით, მერე ტურში კომაროვსკის მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს 53% ამომრჩეველი, ხოლო კაჩისკის, სავარაუდოდ, მხარს 42% დაუჭერს.
იმავე ჯგუფის მიერ პირველი ტურის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ მთავარ ოპონენტებს შორის 54% და 35% დააფიქსირა. უნდა აღინიშნოს, რომ კომაროვსკის მხარს უჭერს ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე (66%) და ასაკით ახალგარზრდა ელექტრატი (64%), კაჩინსკის კი საშუალო განათლების (49%) და 60 წელს გადაცილებული (45%) ამომრჩეველი.
წიანსწარი გამოკითხების მიხედით მეორე ტურში მონაწილეობა აპირებს ამომრჩევლების 48%. პრველ ტურში გამოცხადებამ 54,94% შეადგინა.
პლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ავაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.