ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის რაზმები და ტექნიკა კასპიის ზღვის რეგიონშია კონცენტრირებული. ამის შესახებ ისრაელის ანალიტიკური ცენტრი DEBKA ირანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. Pრალელურად გავრცელებული ინფორმაციის აშშ-სა და ისრაელის ძალები კონცენტრირებულია აზერბაიჯანის საჰაერო ბაზებზე და ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მისატანად მზად არიან.
DEBKA _ს მოჰყავს ისლამური რევოლუციის დამცველტა კორპუსის მეთაურის, გენერალ მეჰდი მოინის სიტყვები, რომელმაც განაცხადა: "მობილიზაცია უკავშირდება აშშ-სა და ისრაელის ძალების ყოფნას დასავლეთ საზღვრებთან."
მისი თქმით, დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ცდილობენ ირანის პროვინცია დასავლეთ აზერბაიჯანში გააღვივონ ეთნიკური კონფლიქტი და "რეგიონში დესტაბილიზაცია მოახდინონ".
ირანის სხვა წყაროების ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელმა საქართველოს გავლით აზერბაიჯანში წარმატებით გადასვა საკუთარი ბობდამშენები. აშშ-ს სპეციალური ძალები ასევე კონცენტრირებულია აზერბაიჯანში და მზადაა ირანზე შეტევის მისატანად.
ოფიციალური ბაქო ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ირანის აზერბაიჯანი, სადაც ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსია განთავსებული, თურქეთს, ერაყს და სომხეთს ესაზღვრება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ტანკების გრძელი ქარავანი, საარტილერიო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო და ქვეითი ძალები აზერბაიჯანის და კასპიის ზღვისკენ მიემართებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაღუს უახლოესმა მრჩეველმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომის მიერ ირანის წიააღმდეგ დაწესებული სანქციები საფრთხის არაადეკვატურია და არ შეუძლია შეაჩერიოს ირანის ბირთვული პროგრამა.
მისი თქმით, "პრევენტიული სამხედრო დარტყმა, რა თქმა უნდა აუცილებელია".
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ისრაელი-გერმანიის ესკადრამ სპარსეთის ყურეში საზღვაო და საჰაერო მანევრები გამართა.
დამუშავდა შეტევები ირანის სამიზნეებზე. ასევე ირანის, სირიისა და "ჰესბოლას" მიერ მიერ გაშვებული რაკეტების დარტყმებზე რეაგირება. ესკადრის შემადგენლობაში ავიამზიდ "ჰარი ტუმანის" და ისრაელის გემების გარდა გერმანიის ფრეგატი Hessen-F221 შედიოდა. ავიამზიდიდან ხორციელდებოდა ფრენები როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში. ბომდამშენები ისრაელის სამხრეთით სამხედრო ბაზა ნაბათიმის პოლიგონზე პირობით სამიზნეებს ბომბავდნენ.
აშშ-ს თვითმფრინავები, რომლებიც გერმანიისა და რუმინეთს ბაზებიდან აწარმოედნენ ფრენებს, საწვავს ისრაელის ბაზებზე ავსებდნენ და საჰაერო ბრძოლებში გადიოდნენ წვრთნებს.
არსებობს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი აპირებს აგვისტოში ირანის საზღვართან ახლოს განალაგის 4 ან 5 ავიამზიდი.