ყირგიზეთის ქალაქ ოშის მცხოვრებნი, რომლებმაც ქალაქი ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად დატოვეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უბრუნდებიან. ამის შესახებ დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა ოშში ისმაილ ისაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქში დაბრუნებულია 70 ათასი დევნილი.
ისმაილ ისაკოვის განცხადებით, ქალაქში ვითარება სტაბილურია, მუშაობს ყველა მაღაზია, საბაკო დაწესებულებები ანახლებენ საქმიანობას.
"ფაქტობრივად ყველა მოქალაქე, რომელიც უზბეკეთში იყო წასული ქალაქში დაბრუნდა", _ განაცხდა ისაკოვმა.
შეგახსნებთ, რომ ოშში 11 ივნისს უზბეკებსა და ყირგიზებს შორის მომხდარი კონფილიქტის შედეგად 250 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 1500-ზე მეტი დაშავდა.